რეზონანსი
(29.02.2024)

22 წლის ქეთი ჯავახიშვილის მკვლელობაში ეჭვმიტანილი პოლიციამ დააკავა. გოგოს ცხედარი გუშინ სამგორის რაიონში, საკუთარი სახლის წინ, ორმოში მამამ ნახა. ცხედარს მრავლობითი დაზიანებები აქვს.
მკვლელობის ადგილიდან ამოღებულია მოკლულის მობილური ტელეფონი.
გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო, დანაშაულის მოტივი უცნობია, თუმცა სამართალდამცველები რამდენიმე ვერსიაზე მუშაობენ, მათ შორის განიხილება ფულის გამოძალვისა და შურისძიების ვერსიებიც.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



