რეზონანსი
(29.02.2024)

ადგილობრივების ინფორმაციით, ლილოს დასახლებაში, წინუბანში მოკლულ 21 წლის ქეთი ჯავახიშვილს ხელები მავთულით ჰქონდა შეკრული.

როგორც ჟურნალისტებთან საუბარში ერთ-ერთი ადგილობრივი აცხადებს, სავარაუდო დამნაშავე იმავე დასახლების მცხოვრებია. ამასთან, ერთ-ერთი გავრცელებული ვერსიით, აღნიშნული პირი გოგონას ფულს სძალავდა.

21 წლის ქეთი ჯავახიშვილი ხელოსანმა იპოვა და მან მედიასთან პირველი კომენტარი გააკეთა:

"დილას რომ მოვდიოდი შევამჩნიე, რომ ორმოში იყო ჩავარდნილი. დავინახე, ზურგზე რაღაც ჭრილობასავით ჰქონდა. ამის შემდეგ ხალხს დავუძახე. თურმე მამა ეძებდა და ამის მერე იქ ნახა“ - განუცხადა ჟურნალისტს ხელოსანმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე