რეზონანსი
(27.02.2024)

რუსთავში სავარაუდოდ 40 წლამდე ასაკის კაცი მოკლეს. "ინფო რუსთავი" ცნობით, მკვლელობა ჭყონდიდელის დასახლებაში, გიორგაძის ქუჩაზე მოხდა და ამ წუთებში ადგილზე პოლიცია და ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. არსებული ინფორმაციით, კაცს ყელის არეში ცეცხლსასროლი იარაღით აქვს მიყენებული ჭრილობა.
უგონო მდგომარეობაში მყოფი მამაკაცი ადგილობრივებმა იპოვეს და სასწრაფო გამოიძახეს, მათივე ინფორმაციით, მოკლული ადგილობრივი არაა. როგორც ისინი ამბობენ რაიმე დაპირისპირების, ჩხუბის და სროლის ხმა არ გაუგიათ.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



