რეზონანსი
(27.02.2024)

ქედის მუნიციპალიტეტის ცენტრში ხუთსართულიანი კორპუსის სხვენში ხანძარი გაჩნდა.
როგორც "რუსთავი 2-ს" საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, საცხოვრებელი კორპუსიდან მოსახლეობა ევაკუირებულია და ადგილზე მეხანძრე-მაშველები მუშაობენ.
დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. ხანძრის გაჩენის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



