რეზონანსი
(27.02.2024)

რუსეთის მთავრობა 1-ელი მარტიდან ბენზინის ექსპორტის თვით აკრძალვას გეგმავს. რუსეთის ვიცე-პრემიერის, ალექსანდრე ნოვაკის განმარტებით, დროებითი აკრძალვის დაწესების მიზანი გაზაფხულსა და ზაფხულში მოთხოვნის ზრდის დარეგულირებაა.
„გადაწყვეტილება საჭიროა საზაფხულო არდადეგების და საველე სამუშაოების დროს მოთხოვნის გაზრდის კომპენსაციისთვის, ასევე ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის დაგეგმილი რემონტისთვის“, - განაცხადა ნოვაკის წარმომადგენელმა.
საინფორმაციო სააგენტო TASS-ის ცნობით, შეზღუდვა არ შეეხება ევრაზიის ეკონომიკური კავშირის ქვეყნებს, ასევე ე.წ. სამხრეთ ოსეთს, აფხაზეთს, მონღოლეთსა და უზბეკეთს.
ამ გადაწყვეტილებიდან გამომდინარე, სავარაუდოდ, საქართველოში საწვავი გაძვირდება.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



