რეზონანსი
(26.02.2024)

გორის შემოსასვლელთან, ფოთი-თბილისის ჩქაროსნული მატარებელი მამაკაცს დაეჯახა, რომელიც რკინიგზაზე გადადიოდა. არსებული ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად, მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა.
შემთხვევა დაახლოებით ნახევარი საათის წინ მოხდა, ამ დროისთვის მატარებლების მოძრაობა შეფერხებულია, აგვიანებს როგორც ფოთი-თბილისის რეისი, ასევე თბილისი-ბორჯომის და ყველა შემდეგი რეისი.
"რუსთავი 2"
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



