რეზონანსი
(25.02.2024)

რუსეთთან სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან 31 ათასი უკრაინელი სამხედრო დაიღუპა. ამის შესახებ ფორუმზე „უკრაინა. წელი 2024" გამართულ პრესკონფერენციაზე უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
მას არ დაუზუსტებია დაჭრილთა და უგზო-უკვლოდ დაკარგულთა რაოდენობა. ზელენსკიმ რუსეთის დანაკარგებზეც ისაუბრა. მისი შეფასებით, 2 წლის განმავლობაში 180 ათასი რუსი სამხედრო დაიღუპა, დაჭრილებთან ერთად კი დანაკარგის რიცხვი 500 ათასს შეადგენს.
აქამდე უკრაინის ხელისუფლებას საკუთარ დანაკარგებზე ინფორმაცია არ გაუსაჯაროებია, მიზეზად კი სამხედრო საიდუმლოებას ასახელებდნენ.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



