რეზონანსი
(25.02.2024)

ბელარუსში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს. ქვეყნის მოსახლეობა მერვე მოწვევის პარლამენტისთვის 110 დეპუტატსა და ადგილობრივი საბჭოების წევრებს ირჩევს. უმრავლესობის მოსაპოვებლად 56 მანდატია საჭირო. არჩევნებში ოთხი პარტია მონაწილეობს - კომუნისტური, ლიბერალ-დემოკრატიული, შრომისა და სამართლიანობის რესპუბლიკური პარტია და ბელაია რუს-ი.

ქვეყნის მასშტაბით გახსნილია 5 411 საარჩევნო უბანი. რეგისტრირებულია 6.9 მილიონი ამომრჩეველი.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, არჩევნებს 45 500 ადგილობრივი და 294 საერთაშორისო დამკვირვებელი უწევს მონიტორინგს, მათ შორის დსთ-ის, შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციისა და კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის საპარლამენტო ასამბლეის წარმომადგენლები.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე