რეზონანსი
(24.02.2024)

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ მსოფლიო მზად არ არის უკრაინასთან ომში რუსეთის მარცხისთვის. 

„სინამდვილეში მსოფლიო არაა მზად იმისთვის, რომ ვლადიმირ პუტინმა შეიძლება ძალაუფლება დაკარგოს. მსოფლიოს რუსეთში ცვლილებების ეშინია“, - აღნიშნა Fox News-თან ინტერვიუში ზელენსკიმ.

მან კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა იმას, რომ დასავლეთის დახმარების გარეშე უკრაინა ეკონომიკის გაძლიერებას და თავდაცვის შენარჩუნებას ვერ შეძლებს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე