რეზონანსი
(23.02.2024)

ესპანეთში, ვალენსიაში, საცხოვრებელ კომპლექსში გაჩენილი ხანძრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი ათამდე გაიზარდა.

დაღუპულთა შორის ოთხი ერთი ოჯახის წევრები - მშობლები და მათი მცირეწლოვანი შვილები არიან.

ამ დროისთვის დაკარგულად ითვლება 15-მდე პირი.

გავრცელებული ცნობით, ცეცხლი, ამ დროისთვის დაუდგენელი მიზეზით, კომპლექსის მეოთხე სართულზე გაჩნდა და მალევე მთელ შენობაზე გავრცელდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე