რეზონანსი
(23.02.2024)

გორის ცენტრში მდებარე ერთ-ერთ რესტორანში ლიფტი ჩავარდა. დაშავდა ერთი ადამიანი. გორის პროკურატურამ, შრომის უსაფრთხოების წესების დარღვევის მუხლით, ბრალი მშენებელ-ინჟინერს წაუყენა.
ადვოკატ ვაჟა სუხიტაშვილის განცხადებით, შემთხვევა სპორტკაფეში მოხდა.
გორის პროკურორმა ლიფტის მშენებელს ბრალი დღეს წაუყენა. პროკურორსა და ბრალდებულს შორის საპროცესო შეთანხმება გაფორმდა. მშენებელს ბიუჯეტის სასარგებლოდ 2 ათასი ლარის გადახდა დაეკისრა.
qartli.ge
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



