რეზონანსი
(22.02.2024)

ქუთაისში, შერვაშიძის ქუჩაზე სავარაუდოდ, ნარკოდანაშაულისთვის რამდენიმე პირი დააკავეს. ინფორმაცია „დაიჯესტს" უწყებაში დაუდასტურეს.

სპეცოპერაცია რამდენიმე საათის წინ ჩატარდა. გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებულები ინდოეთის მოქალაქეები არიან. სხვა დეტალები ამ ეტაპზე უცნობია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე