რეზონანსი
(21.02.2024)

ამ წუთებში საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ევროპარლამენტის პრეზიდენტს ხვდება.

რობერტა მეცოლასთან აუდიენციის შემდეგ პრემიერ-მინისტრი ნატოში გააგრძელებს შეხვედრებს.

პრემიერი ნატოს გენერალურ მდივანს შეხვდება, გაიმართება ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა.

ბრიუსელში ირაკლი კობახიძის ვიზიტი 20 თებერვალს დაიწყო. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა უკვე გამართა შეხვედრები ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელთან, ჯოზეფ ბორელთან, ევროკომისარ ოლივერ ვარჰეისთან და ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან, შარლ მიშელთან

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე