რეზონანსი
(21.02.2024)

ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის ბრიუსელში ვიზიტის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

„ძალიან შთამბეჭდავი ვიზიტია და ეს შეხვედრა (ევროპარლამენტის პრეზიდენტთან და ნატო-ს გენერალურ მდივანთან) განსაკუთრებულად ინტერესის საგანია, რადგან უკავშირდება საქართველოს სამომავლო საგარეო პოლიტიკურ ვექტორს. შესაბამისად, ეს არის კარგი შესაძლებლობა, რომ ძალიან მაღალ დონეზე საკითხებზე შეთანხმება, რომელიც განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი იქნება მომდევნო წლებში ჩვენი აქტივობების დაგეგვმისთვის. ოპოზიციური ვითომ სკეპტიციზმისთვის ეს მიყენებული დიდი დარტყმაა“, - აღნიშნა  „ქრონიკასთან“ სარჯველაძემ.

დღეს ირაკლი კობახიძე ევროპარლამენტის პრეზიდენტსა და ნატოს გენერალურ მდივანს შეხვდება. დღესვე ნატო- საქართველოს კომისიის სხდომაა დაგეგმილი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე