რეზონანსი
(20.02.2024)

უკრაინა-პოლონეთის საზღვარზე ვითარება იძაბება. პოლონელმა ფერმერებმა უკრაინასთან 6 სასაზღვრო გამშვები პუნქტი გადაკეტეს.
აქციის მონაწილეები არ ატარებენ სატვირთო ავტომობილებს, ასევე ბლოკავენ სამგზავრო ტრანსპორტის, ავტობუსებისა და მატარებლების მიმოსვლას.
პოლონელი ფერმერები უკრაინის მარცვლეულისა და სოფლის მეურნეობის პროდუქციის იმპორტს და უკრაინელი გადამზიდებისთვის დაწესებულ საბაჟო შეღავათებს აპროტესტებენ. ვოლოდიმირ ზელენსკი მიიჩნევს, რომ ფერმერების პროტესტს პოლიტიკური სარჩული აქვს.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



