დიდი ჩხუბი შუა ქუჩაში - მოჩხუბრების გაშველებას პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟი დასჭირდა, არის დაკავებულიც
რეზონანსი
(20.02.2024)

ჩხუბი რუსთავში, XII მიკრორაიონში. "ინფო რუსთავის" ინფორმაციით, ერთ-ერთი კვების ობიექტის მიმდებარედ ერთმანეთს რამდენიმე ადამიანი ფიზიკურად დაუპირისპირდა. ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია.
არსებული ინფორმაციით სამართალდამცავებმა რამდენიმე წუთში მოახერხეს სიტუაციის განმუხტვა.
პოლიციამ მომხდართან დაკავშირებით 1 პირი დააკავა.
ინფო რუსთავი
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



