რეზონანსი
(19.02.2024)

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ კონგრესის „რესპუბლიკელები" უკრაინისათვის დამატებითი დახმარების არგამოყოფით დიდ შეცდომას უშვებენ.

ჯო ბაიდენმა ასევე განაცხადა, რომ ნავალნის გარდაცვალების გამო, რუსეთის წინააღმდეგ დამატებითი სანქციების დაწესებას განიხილავს.

"ჩვენ უკვე დავაწესეთ სანქციები, მაგრამ განვიხილავთ ახალი სანქციების დაწესებას", - განუცხადა ჟურნალისტებს აშშ-ის პრეზიდენტმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე