რეზონანსი
(19.02.2024)

რუსი მფრინავი მაქსიმ კუზმინოვი, რომელმაც 2023 წელს უკრაინაში რუსული სამხედრო ვერტმფრენი დასვა და უკრაინულ მხარეს ჩაბარდა, ესპანეთში გარდაცვლილი იპოვეს. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ქვეყნის სამხედრო დაზვერვაზე დაყრდნობით ავრცელებს.

2023 წლის აგვისტოში რუსული სამხედრო ვერტმფრენი Mi-8 უკრაინის შეიარაღებული ძალების ერთ-ერთ სამხედრო ბაზაზე დაეშვა. უკრაინის სამხედრო დაზვერვაში მაშინ განაცხადეს, რომ ეს იყო სპეცოპერაციის შედეგი, რომელიც 6 თვეზე მეტხანს გრძელდებოდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე