რეზონანსი
(19.02.2024)

ისრაელის საჰაერო ძალები აცხადებს, რომ ომის დაწყების შემდეგ ღაზასა და ლიბანში 31 000-ზე მეტ სამიზნეს დაარტყეს.

ისრაელის საჰაერო ძალების ცნობით, 7 ოქტომბრის შემდეგ ღაზის სექტორში „ჰამასისა" და სხვა ტერორისტული დაჯგუფებების 29 000-ზე მეტ სამიზნეზე მიიტანეს იერიში.

ლიბანში, ისრაელის საჰაერო ძალებმა „ჰეზბოლას" 1 000-ზე მეტ პოზიციას დაარტყეს.

დასავლეთ სანაპიროზე, კონტრტერორისტული ოპერაციების დროს 30-მდე საჰაერო იერიში განხორციელდა.

ისრაელის საჰაერო ძალებმა სარაკეტო დარტყმები მოიერიშე თვითმფრინავების, საბრძოლო ვერტმფრენებისა და დრონების გამოყენებით განახორციელა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე