რეზონანსი
(19.02.2024)

პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებზე ოპოზიციის მიერ გამოთქმულ კრიტიკას უპასუხა.

„ცვლილებები, რომელიც კანონში შედის, საქართველოს მისცემს ისეთივე საარჩევნო ადმინისტრაციას, როგორიც აქვთ ევროპულ ქვეყნებს. პოლიტიკური ჩარევის რისკის, პოლიტიკური ვაჭრობის შესაძლებლობებს საარჩევნო ადმინისტრაციასთან მიმართებით, ეს ცვლილებები ამცირებს. პრაქტიკულად, პოლიტიკური მოთამაშეები საარჩევნო ადმინისტრაციის პროცესიდან გამოჰყავს, რომელიც მიუკერძოებელი უნდა იყოს“, - აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებების განხილვა იწყება. დეპუტატები პროექტზე, რომელიც ცესკოს თავმჯდომარისა და წევრების არჩევას ეხება, მესამე მოსმენით იმსჯელებენ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე