რეზონანსი
(18.02.2024)

პეტერბურგში მღვდელი გრიგორი მიხნოვ-ვაიტენკო დააკავეს, რომელიც ციხეში დაღუპული რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნისთვის პანაშვიდის გადახდას გეგმავდა.

მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ ის პოლიციის განყოფილებიდან ინსულტის დიაგნოზით საავადმყოფოში გადაიყვანეს.

"გრიგორი მიხნოვ-ვაიტენკო ინსულტით საავადმყოფოში მოათავსეს. პოლიციის 43-ე განყოფილებაში მისმა ადვოკატმა სასწრაფო დახმარება გამოიძახა. გრიგორი საავადმყოფოში გადაიყვანეს და მისი ჰოსპიტალიზაციის გადაწყვეტილება მიიღეს", - დაწერა დეპუტატი ბორის ვიშნევსკი.

მღვდელმა 16 თებერვალს საღამოს განაცხადა, რომ ნავალნისთვის პანაშვიდის გადახდას აპირებდა. ის მეორე დღეს სახლიდან გასვლისას დააკავეს.

OVD-Info-ს ინფორმაციით, სასულიერო პირის წინააღმდეგ ოქმი აქციის მოწყობის მუხლი იყო შედგენილი, რომელიც შეთანხმებული არ იყო. როგორც გამოცემა Meduza წერს, პანაშვიდი საბოლოოდ სხვა მღვდელმა ჩაატარა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე