რეზონანსი
(24.12.2023)

TV25-ის ინფორმაციით, ბათუმში ერთმანეთს მსუბუქი ავტომობილი და ავტობუსი შეეჯახნენ. შემთხვევა გორგილაძისა და სელიმ ხიმშიაშვილის ქუჩების გზაჯვარედინზე მოხდა.
შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. შეჯახების მიზეზი, სავარაუდოდ, მსუბუქი მანქანის მიერ საგზაო წესების დარღვევა გახდა - არსებული ინფორმაციით, ის მოძრაობის ნებადართული მიმართულების საპირისპიროდ გადაადგილდებოდა.
ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



