
როგორ არეკეტებს კრიმინალური სამყარო "ლილოს" მოვაჭრეებს?! - "ნოდარ მელაძის შაბათისთვის" კიდევ ერთი კრიმინალური ფაქტის შესახებ ხდება ცნობილი.
ირკვევა, რომ სოფელ ქესალოში, "ლილოს" მოვაჭრის სახლს ე.წ. მოლოტოვის კოქტეილი ესროლეს. "შაბათის ეთერთან" მოვაჭრე ყვება, რომ მას სთხოვდნენ ე.წ. ხარკს, რომელიც ე.წ. ქურდების სალოროს უნდა მოხმარებოდა.
ჩვენი ინფორმაციით, ამ შემთხვევის შესახებ იმფორმირებულია შინაგან საქმეთა სამინისტრო, ადგილზე ჩატარდა საგამოძიებო მოქმედებები, თუმცა უწყებას დაკავებული არ გაყავს.
კიდევ ერთი კრიმინალური ფაქტი ავტომობილის ირგვლივ დაწყებულ დავას უკავშირდება - ირკვევა, რომ დაუდგენელმა პირმა ან პირებმა ერთ-ერთ მოვაჭრის ავტომობილს ე.წ. მოლოტოვის კოქტეილი ესროლეს.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



