რეზონანსი
(22.12.2023)

ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა დმანისის მუნიციპალიტეტში. ავარია ცოტა ხნის წინ, სოფელ ტნუსის გადასახვევთან მოხდა.  თვითმხილველების ინფორმაციით, ერთმანეთს სამი მანქანა შეეჯახა.

შემთხვევის შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა და რამდენიმე დაშავდა. დაშავებულები კლინიკაში გადაიყვანეს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე