რეზონანსი
(22.12.2023)

არ შეიძლება პოლიციელის დაწვა გაამართლო რაიმე პოლიტიკური მიზნებით, - ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა, რითაც გამოეხმაურა პრეზიდენტის მიერ ლაზარე გრიგორიადისის შესაძლო შეწყალების საკითხს.

„სანამ შეწყალების ინსტრუმენტს, როგორც პოლიტიკურ იარაღს გამოიყენებს, უნდა დაფიქრდეს, რომ ამ შეწყალების იქით დგას სხვა უზენაესი მოცემულობები, რომელთა დაცვას არის პრეზიდენტის პირველი მოვალეობა. არ შეიძლება პოლიციელის დაწვა გაამართლო რაიმე პოლიტიკური მიზნებით", - განაცხადა ქადაგიშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე