რეზონანსი
(22.12.2023)

საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის, სეოკ-ის 2023 წლის დაჯილდოების ცერემონია გაიმართა.

საქართველოს ეროვნულმა ოლიმპიურმა კომიტეტმა წლის საუკეთესო სპორტსმენებად ლაშა ტალახაძე და ანასტასია გუბანოვა დაასახელა

ნომინაციები

2023 წლის აღმოჩენა „ოლიმპიური იმედი" (გოგონა) - მარიამ რაჰიმოვა (ბატუტზე ხტომა).

2023 წლის აღმოჩენა „ოლიმპიური იმედი" (ვაჟი) - გიორგი თოხაძე (ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე).

2023 წლის საუკეთესო სპორტული გუნდი - ძიუდოს ნაკრები ევროპულ თამაშებზე ქართულ სპორტულ ჟურნალისტიკაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის - დავით ქლიბაძე.

2023 წლის საქართველოს საუკეთესო სპორტსმენი ქალი - ანასტასია გუბანოვა.

2023 წლის საქართველოს საუკეთესო მწვრთნელი - ლაშა გუჯეჯიანი.

ოლიმპიურ თამაშებზე, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატებზე, ევროპულ თამაშებზე სტაბილურად ნაჩვენები მაღალი სპორტული შედეგისთვის.

ვიქტორ სანეევის სახელობის სპეციალური პრიზი - ოლიმპიურ მოძრაობაში მოპოვებული უნიკალური მიღწევებისთვის ოლიმპიური სპორტის მთავარი მხარდამჭერი.

2023 წლის საქართველოს საუკეთესო სპორტსმენი - ლაშა ტალახაძე.

მეტოქის მიერ გამოვლენილი გულისხმიერებისთვის სპეციალური ჯილდო გადაეცემა ევროპის მე-17 ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის ოქროს მედალოსანს, მათე გველესიანს (ძიუდო).

მესამე ევროპულ თამაშებზე მიღწეული უმაღლესი შედეგისთვის სპეციალური პრიზით დაჯილდოვდებიან აღნიშნული თამაშების ჩემპიონები: ზურაბ კინწურაშვილი (ტაეკვანდო) და ლუკა შონია (კიკბოქსინგი).

ევროპის ოლიმპიური კომიტეტის სპეციალური ჯილდო გადაეცა ლეგენდარულ ძალოსანს, ლაშა ტალახაძეს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე