რეზონანსი
(05.10.2023)

როგორც საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა თენგიზ შარმანაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა, მოსამართლემ, რომელიც იღებს გადაწყვეტილებას, სრულად უნდა იყოს დაცლილი ყველანაირი გავლენისგან, მათ შორის საზოგადოებრივი აზრის გავლენისგან

„სასამართლომ გადაწყვეტილება უნდა მიიღოს შინაგანი რწმენით და ამ შემთხვევაში, კონსტიტუციაზე დაყრდნობით", - აღნიშნა შარმანაშვილმა.

საკონსტიტუციო სასამართლომ პრეზიდენტის იმპიჩმენტის შესახებ წარდგინების განხილვა დაასრულა. პლენუმის დასკვნა პარლამენტს კონსტიტუციით დადგენილ ვადაში გადაეგზავნება, ასევე გამოქვეყნდება საკონსტიტუციო სასამართლოს ვებ-გვერდზე.

სასამართლოს მსჯელობის საგანი იყო დაარღვია თუ არა პრეზიდენტმა კონსტიტუცია, როდესაც საერთაშორისო ვიზიტებში მთავრობის თანხმობის გარეშე წავიდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე