რეზონანსი
(21.09.2023)

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ჩეხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტთან შეხვედრას ეხმაურება. მთავრობის მეთაურის თქმით, საუბარი შეეხო საქართველოს პროგრესსაც ევროინტეგრაციის გზაზე და ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსს.

“ნაყოფიერი შეხვედრა მქონდა ჩეხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტ პეტრ პაველთან. მრავალი საკითხი განვიხილეთ საქართველო-ჩეხეთის ორმხრივ პარტნიორობასთან დაკავშირებით.

საუბარი შეეხო საქართველოს პროგრესსაც ევროინტეგრაციის გზაზე და ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსს”, - აღნიშნა პრემიერმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე