რეზონანსი
(19.09.2023)

როგორც usiness Insider Georgia-ს ეკონომისტმა ოთარ ანგურიძემ განაცხადა, ეროვნული ბანკის გადაწყვეტილება სანქციათა რეჟიმების წესის ცვლილებასთან დაკავშირებით სამართლებრივი შეფასების საგანია

„ეროვნული ბანკის ეს გადაწყვეტილება საქართველოს მოქალაქეების უფლებების დაცვას ემსახურებოდა. რადგან ეს არის პირველი პრეცედენტი, როცა საქართველოს მოქალაქეა სანქცირებული, შესაბამისი გადაწყვეტილება უნდა გამოიტანოს სასამართლომ ან საგამოძიებო უწყებამ. ყოველ შემთხვევაში სასამართლოს არანაირი გადაწყვეტილება არ აქვს გამოტანილი", - აცხადებს ანგურიძე.

საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული საქართველოს მოქალაქის უფლებებისა და თავისუფლებების სრულყოფილად რეალიზების მიზნით, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა შეიმუშავა და აამოქმედა სანქციათა რეჟიმების შესრულების წესში შესაბამისი ცვლილება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე