რეზონანსი
(09.09.2023)

ჯოზეფ ბორელის ვიზიტის თავისთავად ძალიან დიდი პლიუსია, ვინაიდან ჩვენ ველით დადებით გადაწყვეტილებას, - ამის შესახებ პარლამენტის საგარეო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა.

„ჯოზეფ ბორელს ექნება სრული სურათი იმასთან დაკავშირებით, თუ რა ხდება საქართველოში, როგორია ჩვენს ქვეყანაში პროგრესი და რა გამოწვევები გვაქვს. თავისთავად, ეს ძალიან დიდი პლიუსია, ვინაიდან ჩვენ ველით დადებით გადაწყვეტილებას. ამ ვიზიტის შემდეგ კიდევ უფრო მეტად გამიმყარდა იმის იმედი, რომ ჩვენს ქვეყანასთან დაკავშირებით დადებითი გადაწყვეტილება იქნება მიღებული", - აცხადებს სამხარაძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე