რეზონანსი
(21.07.2022)

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს უფროსის მოადგილე ვადიმ სკიბიცკი აცხადებს, რომ რუსეთმა მაღალი სიზუსტის მქონე იარაღის მარაგის 60%-მდე უკვე გამოიყენა. კერძოდ, საუბარია „ისკანდერზე", ფრთოსანი რაკეტებზე და ა.შ.

სკიბიცის თქმით, ომის დაწყებიდან დღემდე ისკანდერის კომპლექსისთვის ყველაზე მეტად ბალისტიკური რაკეტები გამოიყენებოდა, სწორედ ამიტომ დიდი ხანია ამ ტიპის რაკეტებს რუსეთი უკრაინის ტერიტორიაზე ნაკლებად იყენებს.

„ისინი იყენებენ იმას, რაც აქვთ არსენალში. გარდა ამისა, ცდილობენ განაახლონ მაღალი სიზუსტის მქონე იარაღის წარმოება", - განაცხადა სკიბიცკიმ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე