რეზონანსი
(21.07.2022)

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის კელი დეგნანის განცხადებით, ახლა საქართველოსა და უკრაინის ერთად დგომა იმდენად მნიშვნელოვანია, როგორც არასდროს.

მისი თქმით, ნებისმიერი სახის განხეთქილება საქართველოსა და უკრაინას შორის მხოლოდ რუსეთის ინტერესებს ემსახურება.

„როგორც არასდროს, ახლა მნიშვნელოვანია, რომ საქართველო და უკრაინა იდგნენ ერთად რუსული აგრესიის წინააღმდეგ. ორივე ქვეყანამ იცის, როგორი გრძნობაა იყო ოკუპირებული რუსეთის მიერ. ნებისმიერი განხეთქილება საქართველოსა და უკრაინას შორის მხოლოდ რუსეთის ინტერესებს ემსახურება", - განაცხადა კელი დეგნანმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე