რეზონანსი
(21.07.2022)

ბათუმში ავარია მოხდა. კვარიათის ცენტრალურ საავტომობილო გზაზე 45 წლის უკრაინელ ქალს მანქანა დაეჯახა.

დაშავებული ქალი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ კლინიკაში გადაიყვანა. მას წინასწარი შეფასებით, თავის ქალის ტრავმა აქვს.

არსებული ინფორმაციით, ავტობუსიდან ჩამოსული ქალი კვარიათის ცენტრალურ გზაზე გადადიოდა, რა დროსაც მსუბუქი ავტომობილი ავტობუსისთვის გვერდის ასავლელად საპირისპირო მონაკვეთზე გადავიდა და დაეჯახა.

ადგილზე სამართალდამცველები მუშაობენ.

წყარო: "დაიჯესტი"

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე