რეზონანსი
(21.07.2022)

მე მაქვს ძალიან ცოტა ინფორმაცია ამ სამუშაო ჯგუფების შესახებ და მიმაჩნია, რომ არაგამჭვირვალე და საზოგადოების წინაშე არაანგარიშვალდებული ფორმატები არის სერიოზული პრობლემა, - ამის შესახებ ანა ნაცვლიშვილმა პარლამენტში ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულებასთან დაკავშირებით შექმნილ სამუშაო ჯგუფებზე საუბრისას განაცხადა. „ლელოს" წევრი აღნიშნავს, რომ სამუშაო ჯგუფებს რეგლამენტაცია და ინსტიტუციონალიზაციაა საჭირო.

„ამ ჯგუფებს არც მუშაობის წესები, არც რაიმე პროცედურა არ აქვს დადგენილი - ვინ არის ამ ჯგუფის შემადგენლობაში, ვის რა უფლება აქვს, რა არს ჯგუფის მიზანი. ასე ჰაერზე სამუშაო ჯგუფი არ იქმნება. სამუშაო ჯგუფს სჭირდება რეგლამენტაცია და ინსტიტუციონალიზაცია. ეს ჯერჯერობით არ მომხდარა. თუ ეს მოხდა, ჩვენ, რა თქმა უნდა, შევუერთდებით", - განაცხადა ნაცვლიშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე