რეზონანსი
(20.07.2022)

სამშაბათს ათენის მახლობლად, პენტელის მთიან რეგიონში ტყის ხანძარი გაჩნდა, რომელიც ძლიერმა ქარმა გამოიწვია. ხელისუფლებამ ბრძანება გასცა მინიმუმ 4 უბნისა და საავადმყოფოს ევაკუაციის შესახებ. ოფიციალური პირები სხვა მიმდებარე ტერიტორიებზე მცხოვრებლებსაც ურჩევენ მოემზადონ საჭიროების შემთხვევაში ევაკუაციისთვის.

სიფრთხილის მიზნით ევაკუაცია მოხდა ობსერვატორიაშიც.

ადგილობრივი მედიის ცნობით, დამწვაირია მინიმუმ ერთი სახლი, თუმცა სახანძრო ბრიგადებს ეს ინფორმაცია არ დაუდასტურებიათ. სახანძრო ამბობს, რომ დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ შესულა.

გასულ წელს, ტყის ხანძარმა გაანადგურა დაახლოებით 121,000 ჰექტარი ტყე და ბუჩქნარი საბერძნეთის სხვადასხვა ნაწილში, რადგან ქვეყანაში ყველაზე მაღალი ტემპერატურა იყო ბოლო 30 წლის განმავლობაში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე