რეზონანსი
(19.07.2022)

„მე ვისურვებდი რომ ყველა პოლიტიკური სუბიექტი ჩაერთოს საქმეში, რომელიც უკავშირდება ჩვენი ქვეყნის ევროპულ პერსპექტივას", - აღნიშნავს ოხანაშვილი.

მათმა სიტყვამ ფაქტია, რომ ფასი დაკარგა. ამბობენ ერთს და ამის საწინააღმდეგოდ მოქმედებენ, - ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა პარტია „ლელოს" მისამართით განაცხადა.

„ლელოს" ულტიმატუმიდან ორი კვირა გავიდა. პარტია ტექნიკური მთავრობის ჩამოყალიბებას ითხოვდა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, „ლელოში" ამბობდნენ, რომ საკანონმდებლო ორგანოში ჩვეულებრივ რეჟიმში აღარ იმუშავებდნენ. იმ პარტიის ულტიმატუმი, რომელსაც პარლამენტში 3 და ქვეყნის მასშტაბით ყველა საკრებულოში, ჯამში, მხოლოდ 25 წევრი ჰყავს, ულტიმატუმად დარჩა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე