რეზონანსი
(19.07.2022)

ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკიდან გასვლასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო, ეს იყო მისი სურვილი და ჩვენ ამას პატივს ვცემთ, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

კითხვაზე, დაბრუნდება თუ არა ივანიშვილის პოლიტიკაში მესამედ, კობახიძე პასუხობს, რომ „მას ასეთი განცხადებაც არ გაუკეთებია“.

„ბიძინა ივანიშვილმა თვითონ მიიღო საკუთარი ნებით გადაწყვეტილება პოლიტიკიდან გასვლის თაობაზე და მან განაცხადა, რომ ეს იყო მისი პრინციპული ნება. შესაბამისად, ჩვენ ამაში ბუნებრივია, ვერ ჩავერევით, ეს მისი გადაწყვეტილებაა და პატივს ვცემთ,“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე