რეზონანსი
(17.07.2022)

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი Facebook-ის საკუთარ გვერდზე ომის ამსახველ ფოტოებს ავრცელებს და წერს, რომ რუსეთს, რომელიც უკრაინაში შეიჭრა, ომის დასრულება არ სურს.

„ეს არის ომი უკრაინაში, რომელიც რუსეთმა დაიწყო, რომელსაც რუსეთი აგრძელებს და რომლის დასრულებაც რუსეთს არ სურს. უკრაინა იცავს საკუთარ მიწას, თავის სუვერენიტეტს, თავის ტერიტორიას. უკრაინა მშვიდობისთვის იბრძვის. ეს XXI საუკუნის სასტიკი პარადოქსია და ჩვენთვის ეს რეალობაა", - წერს უკრაინის პრეზიდენტი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე