რეზონანსი
(17.07.2022)

ნაგოიაში მიმდინარე ივლისის ბაშოს მე-8 დღეს, ქართველი სუმოისტი, მე-8 მაეგაშირა ლევან გორგაძე (ტოჩინოშინი) მე-11 მაეგაშირა მიდორიფუჯის დაუპირისპირდა, რომელსაც მოგება-წაგებათა ბალანსი 5-2-ზე ჰქონდა და მარტივად დაამარცხა.

ბრძოლის დაწყებისთანავე მიდორიფუჯი მავაშის აღებას ცდილობდა, მაგრამ გორგაძემ ამის საშუალება არ მისცა და ჰატაკიკომით 2 წამში მოიგო.

ტოჩინოშინს ამ გამარჯვების შემდეგ 5 მოგება და 3 წაგება დაუგროვდა. ნაგოია ბაშოზე პირველად მოხდა, რომ ქართველმა მებრძომა ზედიზედ ორი დაპირისპირება მოიგო. ხვალ, 18 ივლისს მისი მეტოქე მე-10 მაეგაშირა ჩიოტაირიუ იქნება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე