რეზონანსი
(16.07.2022)

დღეს რუსმა ოკუპანტებმა უკრაინის ტერიტორიაზე მასობრივი სარაკეტო დარტყმები განახორციელეს. თავდამსხმელებმა რაკეტები კასპიის ზღვის აკვატორიიდან გაუშვეს, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალების სარდლობა ავრცელებს.

„რუსეთის საოკუპაციო ძალების სტრატეგიულმა ბომბდამშენებმა Tu-95MS კასპიის ზღვის რეგიონიდან უკრაინაზე სარაკეტო შეტევა განახორციელეს. მტერმა ექვსი X-101(X-555) რაკეტა გაისროლა“, - ნათქვამია განცხადებაში.

ამასთან, ვოსტოკის საჰაერო თავდაცვის ნაწილებმა ზაპოროჟიეს და დნეპროპეტროვსკის რაიონებში ჩამოაგდეს ოთხი ფრთოსანი რაკეტა. დანარჩენი ორი ჩერკასის რაიონში სასოფლო-სამეურნეო საწარმოს მოხვდა. ზარალსა და მსხვერპლზე მონაცემები ზუსტდება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე