რეზონანსი
(15.07.2022)

რუსი ოკუპანტები დნეპრის რაიონს ბომბავენ - უკრაინული მედიის "ტელეგრამის" არხებში ვრცელდება ინფორმაცია, რომ ოკუპანტები დონეცკიდან ისვრიან.

ვრცელდება ცნობები, რომ ინტენსიური დაბომბვის შედეგად ხანძარი გაჩნდა.

სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ვიდეოში ჩანს, რომ რაკეტებს საცხოვრებელი ტერიტორიის მიმართულებითაც უშვებენ. ადგილობრივი ხელისუფლება მოსახლეობას თავშესაფრებში დარჩენისკენ მოუწოდებს და მკაცრად აფრთხილებს.

დაშავებულებისა და გარდაცვლილების შესახებ ცნობები ჯერ არ გავრცელებულა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე