რეზონანსი
(15.07.2022)

უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პიტერ სიიარტომ განაცხადა, რომ უნგრეთს უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან უთანხმოება არ აქვს და აღნიშნა, რომ ქვეყნებს შორის ურთიერთობები უკრაინაში ომის დაწყებამდე დაიძაბა.

„ის [ვოლოდიმირ ზელენსკი] უკრაინელია, ხოლო ჩვენ წარმოვადგენთ უნგრეთის ინტერესებს. რა არის უკრაინის ინტერესი? უფრო მეტი ქვეყნის ჩართვა ამ კონფლიქტში, თუნდაც იარაღის მიწოდებით. მეორე მხრივ, ჩვენს ინტერესებშია, არ ჩავებათ ამ კონფლიქტში და მინიმუმამდე დავიყვანოთ სამხედრო სიტუაციაში გადასვლის შესაძლებლობა", - აღნიშნა უნგრეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე