რეზონანსი
(15.07.2022)

ნიკა შენგელია

 

გამოჩნდა სტატიები, სადაც დაისმულია კითხვები: „რატომ არ იაფდება საწვავი საქართველოში", „რამდენ ხანს უნდა გაგრძელდეს ნავთობის გაიაფება, რომ ბენზინის ფასმაც დაიწიოს?" აქვე მოყვანილია ნავთობზე ბირჟის ფასების კლების მონაცემები, რომ გუშინ ერთ ბარელზე ფასი 94,5 დოლარი დაფიქსირდა. მოსახლეობისთვის გასაგები, რომ იყოს მინდა ავღნიშნო, რომ ნავთობპროდუქტებზე ჩვენი რეგიონისთვის ფასები დგინდება ბირჟაზე, სახელწოდებით (Platts European Marketsgan Genova Lavera), ხოლო ჩრილოეთის რეგიონებისთვის როტერდამის ბირჟის პლაციდან (Platts on the Rotterdadam stock exchange). ბოლო პერიოდში Platts-ის ფასმა კლება დაიწყო დაშემცირდა.

დღეისათვის ბენზინის ფასი დაფიქსირდა $1151/ტონაზე, დიზელის საწვავი კი დაახლოებით $1129/ტონაზე. ამრიგად, ბოლო ორი კვირის განმავლობაში საერთაშორისო ბაზრებზე ბენზინი 14,4%-ით, დიზელის საწვავი კი 9,8%-ით გაიაფდა.

აი ეს არის ზუსტად იმის მტკიცებულება, რომ საერთშორისო ბირჟის ფასებიდან კი არ დგინდება საქართველოში საწვავზე ფასები, არამედ ამ ბაზრის ძირითად მოთამაშეების მხრიდან რეგულირდება ფასები.

დღეს თუ არა ხვალ გამოვა „სოკარი" ს და მისი „კარტელური გუნდის" დასაცავად რომელიმე „რუპორი" და იტყვის, რომ ფასები იმიტომ არ კლებულობს, ჯერ ძვირად შეძენილი არ გაუნაშტიათ იმპორტიორებს.

რა პასუხი აქვს ეკონომიკის მინისტრს ? გარდა იმისა, რომ უშედეგოდ მოგზაურობს აზერბაიჯანში, გარდა იმისა რომ მარტო იმუქრება საწვავის ფასების მარჟის ირგვლივ, გარდა იმისა, რომ მის დაქვემდებარებაში სამინისტრო და სააგენტო დანაშაულებრივი გზით სპობენ კონკურენციას და აუქციონზე გააქვთ ყადაღა დადებული გასამართი სადგური, გარდა იმისა, რომ არ ასრულებს პრემიერ მინისტრის ბრძანებულებას 1044, გარდა იმისა რომ ვეღარ იყენებს „კარტელური ჯგუფის" მიმართ საჯარიმო სანქციებს, აქვს თუ არა რაიმე გეგმა ?

ცხადია, რომ არც გეგმა გააჩნია, არც ამ დარგის სახელმწიფო სტრუქტურა და არც არანაირი მუშაობა ამ მიმართულებით არ მიმდინარეობს. შესაბამისად, პრემიერის დავალება დავალებად დარჩება ფასებს კი, იმპორტიორები შეინარჩუნებენ მაქსიმალურად მაღალს და ამაში მათ ვერ გაამტყუნებ იმიტომ, რომ ისენი მოქმედებენ თავისი ფირმის ინტერესებიან გამომდინარე.

ჩნდება კითხვა: ვისი ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებს ეკონომიკის მინისტრი, მაშინ როდესაც გარდა მუქარისა მას გააჩნია სერიოზული ბერკეტები საწვავზე ფასების დარეგულირებასთან დაკავშირებით.

პირველი უმთავრესი ეს არის ის, რომ საქართველოს ნავთობპროდუქტების ბაზარი არის საქართველოში და ეკონომიკის სამინისტრო არის იმ საქართველოს სახელმწიფო უწყება, რომელმაც უნდა დაადგინოს ამ ბაზარზე საქართველოსთვის მომგებიანი თამაშის წესები. ამ ბაზარს არც ერთი იმპორტიორი არ დაკარგავს, ყველა იძულებული გახდება მიიღოს ის პირობები რასაც ეკონომიკის სამინისტრო დააწესებს საქართველოს ინტერესებიდან გამომდინარე. მაგრამ ეს პირობები არ უნდა იყოს სადამსჯელო ,ეს პირობები უნდა იყოს სამართლიანი დარგის პროფესიონალური თვისებებიდან გამომდინარე და ორივე მხარესთვის მისაღები. ამ ეტაპზე როდესაც მიმდინარეობს ბირჟებზე ფასების კლება, არსებობს ნავთობპროდუქტების შუალედური სქემით სარეალიზაციო ფასების შემცირება რომელიც ძალიან კარგად იცის, როგორც „სოკარმა" ასევე მისმა „კარტელურმა გუნდმა", ის, რომ ეკონომიკის მინისტრმაეს არ იცოდეს ყოვლად შესაძლებელია, მაგრამ უბედურება ის კი არ არის, რომ ადამიანმა რაღაც არ იცის, უბედურება არის ის, რომ არ გააჩნია სურვილი იცოდეს.

ნიკა შენგელია

15 ივლისი 2022 წელი

ა/ო „საერთაშორისო კველევებისა და პროგნოზირების ცენტრი"

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე