რეზონანსი
(08.07.2022)

დღეს, 8 ივლისს, 6 საათის განმავლობაში კრწანისის რაიონში წყალი შეწყდება. ამის შესახებ ინფორმაციას ,,ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ავრცელებს და მოსახლეობას აფრთხილებს.

"ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი, კრწანისის რაიონში, ორთაჭალის ქ. N116-თან, აუცილებელ ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს.

აღნიშნულთან დაკავშირებით აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც , 8 ივლისს, 12:00 საათიდან 18:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:

კრწანისის რაიონში:

ორთაჭალის ქ. N60-134; N79-133; წინანაურის ქუჩა შესახვევით.

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტისთვის", - აღნიშნულია ინფორმაციაში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე