რეზონანსი
(07.07.2022)

ამის შესახებ ინფორმაციას ABC News-ი ავრცელებს.

„დიდი ბრიტანეთი და აშშ არიან უახლოესი მეგობრები და მოკავშირეები და ჩვენს ხალხებს შირის განსაკუთრებული ურთიერთობები რჩება ძლიერი და მტკიცე. მე მოუთმენლად ველოდები დიდი ბრიტანეთის მთავრობასთან ჩვენი მჭიდრო თანამშრომლობის გაგრძელებას მთელ რიგ მნიშვნელოვან პრიორიტეტებზე, ისევე, როგორც მთელ მსოფლიოში ჩვენს მოკავშირეებთან და პარტნიორებთან. ეს მოიცავს ძლიერი და ერთიანი მიდგომის შენარჩუნებას უკრაინის მოსახლეობის მხარდაჭერაში მაშინ, როდესაც ისინი საკუთარ თავს იცავენ მათი დემოკრატიის წინააღმდეგ პუტინის სასტიკი ომისგან, ასევე რუსეთისთვის პასუხისმგებლობის დაკისრებაში", - ნათქვამია ბაიდენის განცხადებაში.

შეგახსენებთ, დღეს ბორის ჯონსონმა კონსერვატიული პარტიის თავმჯდომარის თანამდებობიდან წასვლის შესახებ განაცხადა. ის პარტიის ახალი ლიდერის არჩევამდე პრემიერის მოვალეობებს შეასრულებს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე