რეზონანსი
(07.07.2022)

ამის შესახებ „მოქალაქეების" წევრმა, დეპუტატმა ლევან იოსელიანმა პარლამენტის თავმჯდომარესთან კონსულტაციებზე საუბრისას განაცხადა.

„ადამიანს უნდა ელაპარაკო, რომ გაიგო რას აპირებს და თუ ისიც არ გინდა გაიგო რას აპირებს. მაშინ შენ თვითონ ახდენ პოლარიზაციას", - განაცხადა ლევან იოსელიანმა.

პარლამენტში, ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულებაზე პარლამენტის თავმჯდომარესთან ოპოზიციის შეხვედრა მიმდინარეობს. ოპოზიციიდან მას „მოქალაქეების" დეპუტატი ლევან იოსელიანი, „გირჩის" წევრი სანდრო რაქვიაშვილი, პარტია „საქართველოსთვის" დეპუტატი ანა ბუჩუკური და „რესპუბლიკური პარტიის" თავმჯდომარე ხათუნა სამნიძე ესწრებიან.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე