რეზონანსი
(07.07.2022)

ამის შესახებ გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრი, ლიზ ტრასი „ტვიტერში" წერს, რითაც ის პრემიერ-მინისტრ ბორის ჯონსონის განცხადებას ეხმაურება.

„ბორისის ხელმძღვანელობით მთავრობას ბევრი მიღწევა ჰქონდა - „ბრექსითი", ვაქცინები და უკრაინის მხარდაჭერა. ჩვენ ახლა გვჭირდება სიმშვიდე და ერთიანობა და ახალი ლიდერის პოვნამდე მმართველობის შენარჩუნება", - აცხადებს ტრასი.

შეგახსენებთ, გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა გადადგომის შესახებ ოფიციალურად განაცხადა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე