რეზონანსი
(07.07.2022)

პრობლემა არის ის, რომ განსხვავებული მიზნები გვაქვს - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა. მაჭარაშვილის თქმით, შეთანხმება რთულია, როცა მიზნები განსხვავებულია.

"ჩვენ გვინდა ისეთი გეგმა, რომელიც საქართველოს ევროკავშირში შეიყვანს, ამათ უნდათ ისეთი გეგმა, რომელიც ამათ ხელისუფლებაში მოიყვანს. ეს არის განსხვავება და როცა მიზნები განსხვავებულია ბუნებრივია, შეთანხმება არის რთული. აქედან გამომდინარეა სწორედ მათი განცხადებები, რომ "ქართული ოცნება" არ შეასრულებს ევროკომისიის მოთხოვნებს და დაანონსეს აქციაზე ხალხის მოსვლა. მერე, როცა დაინახეს, რომ დავიწყეთ 12- პუნქტიანი გეგმის შესრულება, საზოგადოებას უთხრეს, რომ ეს ის გეგმა არ არის, რაც თქვენ გგონიათ და ჩვენ შევქმნით გეგმას, რომელიც ხელისუფლებაში მოგვიყვანსო. სწორედ ამიტომ იყო, რომ საზოგადოების მხრიდან დაინახეს პროტესტი, რადგან აქციაზე მისული საზოგადოება ელოდა, რომ ნახავდა გეგმას, როგორ შევიდოდა ევროპაში, თუმცა, დახვდათ გეგმა, როგორ მოვიდოდა ოპოზიცია და არასამთავრობოები ხელისუფლებაში, ამიტომ მიიღეს ეს შედეგი, რაც მიიღეს,"- განაცხადა მაჭარაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე