რეზონანსი
(06.07.2022)

სადამდე შეიძლება გამყარდეს ლარი – თიბისი კაპიტალის მთავარი ეკონომისტი პროგნოზს აკეთებს. ოთარ ნადარაიას თქმით, სავარაუდოდ, ლარი 2.80-მდე გამყარდება. 

„ამაზე გავლენა ექნება ტურიზმს, თავისთავად გზავნილებს, ძლიერი ექსპორტის მაჩვენებელსაც. საერთაშორისო ბაზრებზე დოლარის დასუსტება თუ არ მოხდება, რაც ამ თვეებში ნაკლებად სავარაუდოა, ვფიქრობთ, დაახლოებით 2.80 არის ის ნიშნული, სადამდეც ლარი გამყარდება. შემდეგ უფრო ეროვნული ბანკის მხრიდან აქტიურ ინტერვენციებს განვიხილავთ, დოლარის შესყიდვის მიმართულებით”, – განაცხადა ოთარ ნადარაიამ “ბიზნესპარტნიორში”.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე