რეზონანსი
(06.07.2022)

რამდენიმე საათის წინ ბათუმში, აეროპორტის გზატკეცილზე ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. მძღოლი მარტო მართავდა მანქანას და ის ბეტონის კედელს შეეჯახა. შემთხვევის ადგილზე გადაღებული ფოტოებით ჩანს, რომ მანქანა ორ ნაწილად გაიყო ავარიის შედეგად.

სასწრაფო-სამედიცინო სამსახურის ინფორმაციით, ექიმებს ადგილზე ერთი კაცი გარდაცვლილი დახვდა, რომელიც მაშინვე დაიღუპა და დარტყმის შედეგად მანქანიდანაც გადმოვარდა. "ბათუმელების" ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად სხვა არავინ დაშავებულა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე